ესტონეთის სასამართლომ რუსეთის მოქალაქეს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ესტონეთის სასამართლომ რუსეთის მოქალაქეს, არტიომ ზინჩენკოს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს ინფორმაციით, ზინჩენკო რუსეთის სამხედრო დაზვერვაზე მუშაობდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ზინჩენკო 30 წლისაა და ის ესტონეთში 2013 წლიდან ცხოვრობს. გამოძიების ინფორმაციით, ის თავდაცვის ობიექტების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა, ასევე, რუსეთის მთავარ სადაზვერვო სამმართველოს ესტონეთის ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ აწვდიდა ინფორმაციას.
მომხდართან დაკავშირებით რუსეთს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები