თურქეთის პროკურატურამ გიულენისთვის 3623 სამუდამო პატიმრობა მოითხოვა

თურქეთის პროკურატურამ ისლამის მქადაგებლისთვის, ფეთჰულაჰ გიულენისთვის 3623 სამუდამო პატიმრობა და კიდე 2 923 წლით ციხე  მოითხოვა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
გამოცემა “Hurriyet”-ის ინფორმაციით, პროკურატურამ  გიულენს ფულადი ჯარიმის გადახდაც დააკისრა.
გიულენი ამჟამად სისხლის სამართლის 22 საქმეზე ძირითადი ეჭვმიტანილია, რომლებიც 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ აღიძრა.
გიულენი ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს და სამხედრო ამბოხებასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები