იტალიის პოლიციამ „ისლამური სახელმწიფოს „ბოევიკებისთვის“ განკუთვნილი 37,5 ტონა ნარკოტიკი ამოიღო

იტალიის პოლიციამ 37,5 ტონა ნარკოტიკი ამოიღო, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს „ბოევიკებისთვის“ იყო განკუთვნილი. ამის შესახებ გამოცემა “La Repubblica” იუწყება.
აკრძალული ტვირთი იტალიელმა სამართალდამცველებმა ქალაქ გენუის პორტში ამოიღეს. ის ლიბიაში უნდა გაეგზავნათ.
ამ პრეპარატს ისლამისტები ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების დროს იყენებენ. ის ადამიანს უფრო გამძლეს ხდის და ტკივილის შეგრძნებას ამცირებს. პრეპარატი შამპუნის ჭურჭელში იყო მოთავსებული.
ამოღებული პრეპარატის ფასი დაახლოებით 75 მილიონ ევროს შეადგენს.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ იტალიის ქალაქ ლივერნოს ნაპირზე ზღვამ 200 ტონა კოკაინი გამორიყა. ამჟამად მისი წარმომავლობის დადგენა მიმდინარეობს. მისი ფასი შავ ბაზარზე 20 მილიონ ევროს შეადგენს. იტალიის პოლიცია ვარაუდობს, რომ ნარკოტიკი სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ ქვეყანაშია დამზადებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები