ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზას ტერორისტები თავს დაესხნენ – დაღუპულია ორი სამხედრო

ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ექვსი დაიჭრა ერაყში, კირკუკის პროვინციაში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ორმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. კიდევ სამი თავდამსხმელი შეიარაღებულმა ფორმირებებმა გაანადგურეს, რომლებიც ამერიკელების მოკავშირეები არიან. ტერორისტებმა ბაზასთან მიახლოება ქურთების ფორმების გადაცმის შედეგად შეძლეს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები