თურქეთის სანაპიროზე ჩაძირული რუსული გემიდან საბრძოლო მასალებით ყუთები გამოირიყა

ჩაძირული რუსული გემიდან, „ლიმანიდან“ ყუთი თურქეთის სანაპიროზე გამოირიყა. შიგ ხელყუმბარები ეწყო. ყუთი ზღვის სანაპიროზე მეთევზეებმა აღმოაჩინეს და ამის შესახებ ადგილობრივ ადმინისტრაციას აცნობეს. მოგვიანებით დასახლება ქაინარჯას მახლობლად კიდევ ორი ყუთი აღმოაჩინეს, რომლებშიც ასევე საბრძოლო მასალები ეწყო.
ცნობისთვის, რუსული სადაზვერვო გემი „ლიმანი“ თურქულ სატვირთო გემს „აშოტ-7“-ს ბოსფორის სრუტესთან 27 აპრილს შეეჯახა. რამდენიმე საათის შემდეგ, რუსული გემი ჩაიძირა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსი მყვინთავები ამჟამად „ლიმანიდან“ საიდუმლო აპარატურის დემონტაჟს ცდილობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები