ამერიკულმა კოსმოსურმა თვითმფრინავმა 2 -წლიანი ფრენა დაასრულა

ამერიკული ექსპერიმენტული კოსმოსური თვითმფრინავი X-37B ორწლიანი ფრენის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდა. თვითმფრინავი დედამიწის ორბიტიდან 7 მაისს დაბრუნდა და კანავერალის კონცხზე დაფრინდა.
თვითმფრინავი დედამიწის ორბიტაზე 2015 წლის მაისში, რაკეტა „ატლას-5“ – მა გაიყვანა. მან კოსმოსში 700 დღე-ღამე გაატარა.
თვითმფრინავი აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებს ეკუთვნის.
ექსპერიმენტული თვითმფრინავი 1999 წელს შექმნეს და მისი გამოყენება თავდაპირველად, ორბიტაზე თანამგზავრების შესაკეთებლად იგეგმებოდა. მოგვიანებით,  პროგრამა სამხედროებს გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები