ჩრდილოეთ კორეაში აშშ-ის კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე აშშ-ის კიდევ ერთი მოქალაქეა დაკავებული. მას „არამეგობრულ ქმედებებში“ ადანაშაულებენ. ეს უკვე მეორე შემთხვევაა ბოლო ორ კვირაში, როდესაც ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე აშშ-ის მოქალაქეს აკავებენ. დაკავებულის სახელია კიმ ხაკ სონი და ის ფხენიანის მეცნიერების და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში მუშაობდა. ორი კვირის წინ კი ჩრდილოეთ კორეაში აშშ-ის მოქალაქე კიმ სან დოკი დააკავეს, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების დამხობის მცდელობაშია ეჭვმიტანილი. ორივე დაკავებული ერთსა და იმავე უნივერსიტეტში მუშაობდა. ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის მოქალაქეებს იმისთვის აკავებს, რომ ვაშინგტონს მოლაპარაკების დაწყება აიძულოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები