ემანუელ მაკრონის ინაუგურაცია 14 მაისს გაიმართება

საფრანგეთის არჩეული პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინაუგურაცია 14 მაისს გაიმართება. ამის შესახებ საფრანგეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა განაცხადა. ოლანდმა ეს განცხადება მეორე მსოფლიო ომის დასრულების 72-ე წლისთავის აღნიშვნის ცერემონიაზე გააკეთა.
ცნობისთვის, საფრანგეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა 66,06%, მარინ ლე პენმა კი 33,94% მიიღო. 39 წლის მაკრონი საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები