„ბედნიერებაა“ – მაკრონის ცოლი მის გამარჯვებას ეხმაურება

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონის გამარჯვებას მისი ცოლი და მომავალი პირველი ლედი ერთი სიტყვით ეხმაურება. „ბედნიერებაა“, – წერს ბრიჯიტ ტრონიე.

39 წლის მაკრონის მეუღლე მასზე 24 წლით უფროსია. ის მისი სკოლის მასწავლებელი იყო. ბრიჯიტ ტრონიეს პირველი ქორწინებიდან სამი შვილი და შვიდი შვილიშვილი ჰყავს.

ემანუელმა ბრიჯიტს მასზე დაქორწინება 16 წლის ასაკში შესთავაზა. ბრიჯიტი კი მაშინ 40 წლის იყო. მათი ქორწილი მოგვიანებით, 2007 წელს შედგა. მაკრონის მშობლები ამას ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა უშედეგოდ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები