პუტინმა მაკრონს გამარჯვება მიულოცა

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონს გამარჯვება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მიულოცა. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იუწყება.
„თქვენ საფრანგეთის მოსახლეობამ ძალზე რთულ პერიოდში განდოთ ქვეყნის მართვა. იზრდება ტერორიზმის და ექსტრემიზმის საფრთხე, რაც რეგიონში კონფლიქტების ესკალაციას იწვევს. ამ სიტუაციაში აუცილებელია უნდობლობის დაძლევა და საერთაშორისო სტაბილურობისთვის ნაბიჯები ერთობლივად გადავდგათ“, – წერია მილოცვის წერილში.
ცნობისთვის, საფრანგეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა 66,06%, მარინ ლე პენმა კი 33,94% მიიღო. საფრანგეთის შს სამინისტრომ მაკრონი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ოფიციალურად გამოაცხადა.
39 წლის მაკრონი საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტია.
არც ერთ კანდიდატს ხმა არ მისცა ამომრჩეველთა 25,38%-მა. ემანუელ მაკრონს არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ, ასევე, კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები