მონრეალში წყალდიდობის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
კანადის ქალაქ მონრეალში და კვებეკის პროვინციის ზოგიერთ ქალაქში წყალდიდობის გამო, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. პროვინციაში 2 ათასამდე სახლია დატბორილი. ადგილობრივ მოსახლეობას ევაკუაციაში სამხედროებიც ეხმარებიან. მონრეალში წყალდიდობა რამდენიმე დამბის გარღვევამ გამოიწვია. სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ უხვი ნალექი მომდევნო დღეებშიც არის მოსალოდნელი.