მაკრონმა ამომრჩეველთა 66,06%, ლე პენმა კი 33,94% მიიღო

საფრანგეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა 66,06%, მარინ ლე პენმა კი 33,94% მიიღო. საფრანგეთის შს სამინისტრომ მაკრონი საპრეზიდენტო არჩვენებში გამარჯვებულად ოფიციალურად გამოაცხადა.
39 წლის მაკრონი საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტია.
ამომრჩეველთა 25,38%-ს ხმა არც ერთი კანდიდატისთვის არ მიუცია .
ემანუელ მაკრონს არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ, ასევე, კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები