წინასწარი შედეგების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის  წინასწარი შედეგების თანახმად, ემანუელ მაკრონმა ხმების 65.5 % მოიპოვა, ხოლო მარინ ლე პენმა ამომრჩეველთა ხმების 34.5 % მიიღო. ემანუელ მაკრონი საფრანგეთის 25-ე პრეზიდენტი გახდა. არჩევნების წინასწარი შედეგები  „ბი-ბი-სი“-მ გამოაქვეყნა.
“როიტერის” ინფორმაციით, არჩევნებში დამარცხება უკვე ოფიციალურად აღიარა მარინ ლე პენმა. ემანუელ მაკრონს მისმა კონკურნეტმა უკვე დაურეკა და გამარჯვება პირადად მიულოცა. საფრანგეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ერთ-ერთი პირველი მილოცვა ბრიტანეთის პრემიერისგან, ტერეზა მეისგან მიიღო.
39 წლის ემანუელ მაკრონს აქამდე, არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია. ის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის ეკონომიკური მრჩეველი იყო, ვიდრე 2014 წელს ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას დაიკავებდა. მაკრონმა 2016 წელს ჩამოაყალიბა პარტია En Marche.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები