ლუვრთან საეჭვო ჩანთაში ვიდეოკამერის აკუმლატორები აღმოაჩინეს

 ფრანგმა სამართალდამცველებმა ლუვრის მიმდებარე ტერიტორიაზე საეჭვო ჩანთაში ვიდეოკამერის აკუმლატორები აღმოაჩინეს.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ლუვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ევაკუაცია განხორციელდა. ევაკუაცია საეჭვო ჩანთის პოვნას უკავშირდებოდა.
სწორედ ამ ადგილას გეგმავს საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ემანუელ მაკრონი მხარდამჭერებთან ერთად შეკრებას, არჩევნების შედეგების გამოცხადების დროს. შესაბამისად, ევაკუაცია შეეხო ლუვრის მიმდებარედ განლაგებულ მაკრონის შტაბს.
უსაფრთხოების სამსახურმა იქ მყოფ ჟურნალისტებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები