ჩრდილოეთ კორეაში ამერიკის მოქალაქე დააკავეს
ჩრდილოეთ კორეაში ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე დააკავეს. როგორც „ბი ბი სი“ ადგილობრივ სააგენტოზე დაყრდნობით წერს, დაკავების მიზეზი “სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებებია”.
დაკავებული კიმ ჰეკ იონია, რომელიც ფხენიანის მეცნიერებათა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის ლექტორია. აღნიშნული უნივერსიტეტი ჩრდილო და სამხრეთ კორეის, ასევე აშშ-ისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენელთა დონაციით შეიქმნა. კიმ ჰეკ იონი, ამავდროულად, სამხრეთ კორეის ფასიანი გზების კორპორაციის (ერთ-ერთი საჯარო უწყება სამხრეთ კორეაში) ხელმძღვანელია. უნივერსიტეტი ფხენიანის ადმინისტრაციულ ოლქთან ახლოს მდებარეობს.