საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

დღეს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს პოლიტიკური მოძრაობა „წინ“-ის ლიდერი ემანუელ მაკრონი და „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი უპირისპირდებიან.
წინასწარი გამოკითხვებით, რომელიც ორმა ფრანგულმა კომპანიამ ჩაატარა, 62%-ით ცენტრისტი ემანუელ მაკრონი ლიდერობს, თუმცა ამავე კვლევებით, მოსახლეობის თითქმის 25% არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
საფრანგეთის რიგით მე-11 საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს გაიმართა. ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 24,01%-ით პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო მარინ ლე პენი – 21,30%-ით მეორე ადგილზე გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები