ბელორუსიაში ოპოზიციონერი პოეტი ვლადიმერ ნეკლიაევი დააკავეს

ბელორუსიის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ოპონენტი, პოეტი ვლადიმერ ნეკლიაევი 6 მაისს საკუთარ სახლთან დააკავეს. მისი ცოლის განცხადებით, ოპოზიციონერი 5 დღით დააკავეს. დაკავების მიზეზი, სავარაუდოდ, თებერვალში საპროტესტო აქციაში მონაწილეობა გახდა.
„ჩემი მეუღლე სპეცდანიშნულების რაზმმა დააკავა. ჩვენ მანქანაზე ბორბლების გამოცვლას ვცდილობდით და ამ დროს მოხდა დაკავება“, – განაცხადა ოლგა ნეკლიაევამ.
ოპოზიციის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ დაკავება საპროტესტო აქციამდე ერთი დღით ადრე სპეციალურად მოხდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები