ინდოეთში 200-მდე მოსწავლე მოიწამლა

ინდოეთის დედაქალაქ დელიში ერთ-ერთი სკოლის 200-მდე მოსწავლე ქიმიური ნივთიერების გაჟონვის შედეგად მოიწამლა. გაჟონვა სკოლის მახლობლად მდებარე საწყობში დაფიქსირდა. მოსწავლეები საავადმყოფოში გადაიყვანეს. პარალელურად, სკოლის ევაკუაცია განხორციელდა.

წინასწარი ინფორმაციით, საუბარია ქლორმეთილ პირიდინზე, რომელიც პესტიციდების დამზადებისას გამოიყენება.

მოწამლული მოსწავლეების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ინდოეთში ასეთი შემთხვევები ძალზე ხშირად ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები