მოსკოვში საპროტესტო აქცია გაიმართა

მოსკოვში, აკადემიკოს სახაროვის გამზირზე ოპოზიციის მიტინგი გაიმართა სახელწოდებით – „რუსეთისთვის განუკითხაობის და რეპრესიების წინააღმდეგ“. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა 2012 წლის 6 მაისს მომხდარი მოვლენები გაიხსენეს. აქციაში, სხვადასხვა ინფორმაციით, 1500-დან 2000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეებს პუტინის საწინააღმდეგო პლაკატი წაართვეს. სხვა ინციდენტი არ მომხდარა. სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ. 2012 წელს ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის წინა დღეს პოლიციასთან შეტაკებებით დასრულდა. მაშინ სამართლდამცველებმა 400-მდე ადამიანი დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეს „ბოლოტნაიას საქმე“ უწოდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები