აშშ-ში პოლიციელს შავკანიანი მოზარდის მკვლელობაში ადანაშაულებენ

აშშ-ის ქალაქ დალასში პოლიციელს შავკანიანი მოზარდის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, პოლიციელები დალასის ერთ-ერთ შემოგარენში გამოძახებაზე გავიდნენ და ერთ-ერთ სახლში მივიდნენ, სადაც მოზარდების წვეულება მიმდინარეობდა. ამ დროს ქუჩაში სროლის ხმა გაისმა და მოზარდები გაიქცნენ. 15 წლის აფროამერიკელი ჯორდან ედვარდსი ერთ-ერთ მანქანაში ჩაჯდა და წასვლა დააპირა, ამ დროს კი პოლიციელმა მანქანას სროლა დაუწყო. თავდაპირველი ვერსიით, პოლიციელმა – როი ოლივერმა იარაღიდან იმის გამო გაისროლა, რომ არსებობდა მანქანის შეჯახების საფრთხე, თუმცა ეს ვერსია არ დადასტურდა. ამის შემდეგ როი ოლივერი პოლიციიდან გაათავისუფლეს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები