მოსულის აღდგენას 5 წელი და მილიარდობით დოლარი დასჭირდება

ერაყის ქალაქ მოსულის აღსადგენად 5 წელი და მილიარდობით დოლარი იქნება საჭირო. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება. ქალაქის დასავლეთ ნაწილში ამჟამად ბრძოლები გრძელდება.

მოსული ერაყის სიდიდით მეორე ქალაქია. მას 2014 წლიდან ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებდა.

ამჟამად ქალაქის აღდგენის გეგმის შემუშავება მიმდინარეობს, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჯერჯერობით არ იცის,  საიდან მოხდება მისი დაფინანსება. ამ საკითხზე ბაღდადი მოლაპარაკებას გაეროსთან და მეგობარ ქვეყნებთან აწარმოებს.
„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებისგან“ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია გასული წლის 17 ოქტომბერს დაიწყო. მიმდინარე წლის თებერვალში კი შეტევა დასვლეთ მოსულზე დაიწყო, სადაც ბრძოლები ამჟამადაც გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები