თალიბებმა ქუნდუზის ჩრდილოეთით მდებარე რაიონი დაიკავეს

თალიბებმა ავღანეთის ქალაქ ქუნდუზის ჩრდილოეთით მდებარე რაიონი დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. დასახლება ქალა-ი-ზაი „ბოევიკებმა“ გაზაფხულის შეტევის ფარგლებში აიღეს. ადგილობრივი სახელისუფლო ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქალაქი მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ასაცილებლად დატოვეს. უკან დახევას წინ უძღოდა 24-საათიანი გააფთრებული ბრძოლა.
„თალიბანის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეტევის შედეგად, მათ პოლიციის განყოფილება, რამდენიმე ბლოკ საგუშაგო, ასევე, გუბერნატორის შტაბბინა დაიკავეს. მათ რამდენიმე სამხედრო მოკლეს და რამდენიმე დაიჭრა.
აშშ-ის სამხედროების ინფორმაციით, სამთავრობო ძალები ამჟამად ავღანეთის ტერიტორიის 60%-ს აკონტროლებენ. დანარჩენი ტერიტორიის ნაწილს ან თალიბები აკონტროლებენ, ან იქ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები