გიულენთან კაშირის გამო, თურქეთში კიდევ 107 მოსამართლე და პროკურორი სამსახურიდან გაათავისუფლეს

თურქეთში სამსახურიდან გაათავისუფლეს 107 პროკურორი და მოსამართლე, რომლებიც ისლამის მქადაგებელთან, ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. გიულენს ქვეყნის ხელისუფლება 2016 წლის ივლისში მომხდარ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს.
თურქეთის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს სამსახურიდან გათავისუფლების ბოლო ფაქტია და ამის შემდეგ გასაშვებთა სიებში აღარავინ დარჩა.
ამის შემდეგ სამსახურიდან 4238 მოსამართლე და პროკურორი გაუშვეს. საერთო ჯამში კი თურქეთში სამსახურიდან 145 ათასი სახელმწიფო მოხელე გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები