ნიგერიაში მომხდარ ტერაქტს 7 ადამიანი ემსხვერპლა

თვითმკვლელმა ტერორისტებმა ნიგერიაში ორი აფეთქება მოაწყვეს, რის შედეგად, საერთო ჯამში, 7 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ იუწყება. აფეთქებები ორმა ახალგაზრდა ქალმა მოაწყო. ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ტერაქტის უკან დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ დგას, რომელიც ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში მოქმედებს. ის ნიგერიაში შარიათის კანონებზე დამყარებული სახელმწიფოს შექმნისთვის იბრძვის. 2015 წელს „ბოკო ჰარამმა“ „ისლამურ სახელმწიფოს“ ერთგულების ფიცი მისცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები