ერაყში მომხდარ ტერაქტს 5 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის ქალაქ ჰადისში მომხდარ ტერაქტს 5 ადამიანი ემსხვერპლა და ექვსი დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ” იუწყება. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ბაზრის მახლობლად დანაღმული ავტომობილი ააფეთქა.
დაღუპულთა შორის ორი პოლიციელია. ტერაქტზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები