მაკრონის საარჩევნო შტაბზე კიბერშეტევა განხორციელდა

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის საარჩევნო შტაბზე კიბერშეტევა განხორციელდა. „როიტერის“ ინფორმაციით, მაკრონის შტაბიდან ასობით ათასი ელექტრონული წერილი, ფოტო და პროგრამა მოიპარეს. კიბერშეტევა საარჩევნო შტაბის ელექტრონულ ფოსტაზე განხორციელდა. შემდეგ ეს ინფორმაცია ინტერნეტში გამოქვეყნდა. ე.წ. MacronLeaks-ი ელექტრონულ წერილებს, ფოტოებს და სხვა სახის ინფორმაციას შეიცავს. ამასთანავე, ემანუელ მაკრონის შტაბში აცხადებენ, რომ ამ ინფორმაციის გამოქვეყნება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე არ იმოქმედებს.

არჩევნების მეორე ტური საფრანგეთში 7 მაისს ჩატარდება. მეორე ტურში ცენტრისტი ემანუელ მაკრონი და ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი გავიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები