ვენესუელაში მომიტინგეებს სამხედრო ტექნიკამ გადაუარა – არიან დაღუპულები

ვენესუელაში, საპროტესტო აქციის დარბევის დროს, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა. პოლიციამ საბრძოლო ტექნიკაც გამოიყენა, რომელმაც აქციის მონაწილეებს გადაუარა. არიან დაშავებულებიც.
საპროტესტო აქციების დაწყებიდან გარდაცვლილთა რაოდენობა 40-მდე გაიზარდა. ათობით ადამიანი დაშავებულია.
ოპოზიცია ქვეყნის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს გადადგომას და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. ოპოზიცია აცხადებს, რომ ნიკოლას მადუროს ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას არ შეწყვეტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები