„საჩუქარი აზიას“ – ინდოეთმა კოსმოსში ახალი თანამგზავრი გაუშვა

ინდოეთმა კოსმოსში ახალი ტელესაკომუნიკაციო თანამგზავრი გაუშვა, რომელსაც უკვე უწოდეს „აზიის საჩუქარი“. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნერენდრა მოდის განცხადებით, თანამგზავრის ამოქმედებით მთელი სამხრეთ აზიის რეგიონი მოიგებს.

ინდოეთის კოსმოსური კვლევების ორგანიზაცია თანამგზავრს 3 წლის განმავლობაში აშენებდა და ის კოსმოსში რაკეტა GSLV-ით გაიყვანა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა თანამგზავრის გაშვებაზე პასუხისმგებელ პირებს მადლობა პირადად გადაუხადა და აღნიშნა, რომ „ამით ძალიან კმაყოფილია“.

კოსმოსში თანამგზავრის გაშვება 6 სახელმწიფოს 1,5 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები