ინგლისში, იორკშირის საგრაფოში 24 ათასი ფუტკარი მოიპარეს

ინგლისში, იორკშირის საგრაფოში 24 ათასი ფუტკარი მოიპარეს.  როგორც ბოტანიკური მეურნეობის ხელმძღვანელმა, ამანდა კლეიტონმა განაცხადა, ქურდები ძალზე პროფესიულად მოქმედებდნენ – მათ მწერების ჩვევები კარგად იცოდნენ.
სკების და ფუტკრების საერთო ფასი 2 ათას ფუნტს შეადგენს. იორკშირის პოლიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ასეთი ქურდობა ბოლო წლებში დიდ ბრიტანეთში პირველად მოხდა.
ახლა სკების მეურნეობის ხელმძღვანელი დაცვის გაძლიერებას აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები