ჟან-კლოდ იუნკერი – ინგლისური ენა ევროპაში პოზიციებს კარგავს

ინგლისური ენა ევროპაში პოზიციებს კარგავს – ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა იტალიაში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. იუნკერი კონფერენციის მონაწილეებს ფრანგულად მიმართა. „ნელა, მაგრამ შეუქცევლად ინგლისური ენა ევროპაში პოზიციებს კარგავს. ეს სხვა მიზეზებთან ერთად საფრანგეთში არჩევნებთან არის დაკავშირებული” – განაცხადა იუნკერმა. მის ამ განცხადებას სიცილი და აპლოდისმენტები მოჰყვა.
იუნკერმა ეს განცხადება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის „ბრექსიტის” საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკების ფონზე გააკეთა. გერმანული მედიის ცნობით, მოლაპარაკება საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობს. იუნკერმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ბრიტანელ მეგობრებთან მოლაპარაკებას მიუკერძოებლად გამართავს. ამასთანავე, მისი თქმით, აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ „ბრიტანეთი ტოვებს ევროკავშირს და არა პირიქით“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები