სომალიში ამერიკელი სამხედრო მოკლეს

სომალიში დაჯგუფება „აშ-შაბაბის“ წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის დროს ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, სამხედრო ქვეყნის დედაქალაქ მოგადიშოდან 64 კილომეტრში, ქალაქ ბარიასთან დაიღუპა.
ამჟამად ამერიკელი სამხედროები სომალის შეიარაღებულ ძალებთან ერთად „აშ-შაბაბის“ წინააღმდეგ ოპერაციას ატარებენ. დაჯგუფება, რომელიც „ალ-ქაიდასთან“ არის დაკავშირებული, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილს აკონტროლებს.
„აშ აბაბი“ სომალიში შარიათის კანონებზე დაფუძნებული სახელმწიფოს შექმნისთვის იბრძვის. ეს დაჯგუფება აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ტერორისტულად არის გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები