ვლადიმერ პუტინმა ჩეჩნეთში გეებთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე პირველად გააკეთა კომენტარი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პირველად შეაფასა ჩეჩნეთის რესპუბლიკაში გეებთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია. მან განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში, ამ საკითხზე გენერალურ პროკურორს და შს მინისტრს გაესაუბრება. ამის შესახებ პუტინმა ადამიანის უფლებათა საკითხებში რწმუნებულს, ტატიანა მოსკალკოვას განუცხადა. ამის თაობაზე „ბი ბი სი“ იუწყება.
ცნობისთვის, რუსულ მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთში გეებს იტაცებენ აწამებენ და კლავენ.
„რა თქმა უნდა, მე ამ საკითხზე გენერალურ პროკურორს და შს მინისტრს გავესაუბრები, გადავამოწმებთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასაც და ჭორებსაც, რაც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის უფლებებს ეხება ჩრდილოეთ კავკასიაში“, – განაცხადა პუტინმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, პუტინის და გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის შეხვდრის დასრულების შემდეგ,  გერმანიის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ მან პუტინს ჩეჩნეთში გეების უფლებების დარღვევაზე რეაგირება სთხოვა.
აპრილის დასაწყისში, „ნოვაია გაზეტაში“ გამოქვეყნდა სტატია, სადაც ეწერა, რომ ჩეჩნეთში რამდენიმე კვირაში არატრადიციული ორიენტაციის ასზე მეტი პირი დააკავეს. ასევე, ცნობილია სულ მცირე სამ გეიზე, რომლებიც ჩეჩნეთში მოკლეს.
ჩეჩნეთის ხელისუფლება ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები