ფხენიანი აშშ-ის დაზვერვას კიმ ჩენ ინზე თავდასხმის მომზადებაში ადანაშაულებს

ფხენიანმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო და სამხრეთ კორეის სპეცსამსახურები ჩრდილოეთ კორეის ლიდერზე, კიმ ჩენ ინზე  თავდასხმის მომზადებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის მედია იუწყება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ კორეა ტერორისტების ვინაობას დაადგენს და მათ გაანადგურებს.
ფხენიანი იუწყება, რომ აშშ-ის და სამხრეთ კორეის სპეცსამსახურების აგენტებმა ჩრდილოეთ კორეაში შეღწევა მოახერხეს და ამ ქვეყნის ლიდერის მოკვლას „ბიოქიმიური ნივთიერების მეშვეობით შეეცდებიან“.
ფხენიანის ვერსიით, კიმ ჩენ ინის მოკვლა სამხედრო აღლუმის დროს იგეგმებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები