ავღანეთის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად, პაკისტანში ერთი ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში ერთი ადამიანი დაიღუპა და 18 დაიჭრა ავღანეთის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
პაკისტანური მედიის ინფორმაციით, ცეცხლი ირანელმა მესაზღვრეებმა გახსნეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ არტილერია გამოიყენეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ავღანელი მესაზღვრეები 30 აპრილიდან ქმნიან დაბრკოლებებს აღწერის ჩასატარებლად ავღანეთ-პაკისტანის საზღვართან, ე.წ. დურანდის ხაზის სიახლოვეს, რომელსაც ქაბულში არ აღიარებენ. პაკისტანის წარმომადგენლები იუწყებიან, რომ მათ ავღანეთის ხელისუფლება მოსალოდნელი აღწერის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს.
ამჟამად, ავღანეთსა და პაკისტანს შორის „ჩამანის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტი დახურულია, ხოლო საზღვარზე ორმხრივი სროლა გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები