უკრაინაში განაჩენი გამოუტანეს დივერსანტებს, რომლებიც რკინიგზაზე ტერაქტს გეგმავდნენ.

უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს სასამართლომ დივერსიული ჯგუფის ორ მონაწილეს განაჩენი გამოუტანა. ეს პირები რკინიგზაზე ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ. დივერსანტებს 11 და 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ. ამის შესახებ უკრაინის უშიშროების ფედერალური სამსახური იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, დივერსანტები რუსული სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდნენ. ისინი რკინიგზაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟების დროს დააკავეს.
ჩხრეკის დროს, დივერსანტებს ტროტილის შაშხანები, ხელყუმბარები, ასევე, ზაპოროჟიეს ოლქის რკინიგზის და საავტომობილო მაგისტრალების გეგმები აღმოაჩნდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები