ბრაზილიაში სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა პირებს, რომლებიც ოლიმპიადის დროს ტერაქტებს გეგმავდნენ

ბრაზილიის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა 8 პირს, რომლებიც ოლიმპიადის დროს ტერაქტებს გეგმავდნენ. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
მამაკაცები გასული წლის აგვისტოში დააკავეს. ტერაქტების საფრთხის შესახებ ბრაზილიის პოლიციას ინფორმაცია აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ წინასწარ მიაწოდა.
დაჯგუფების ლიდერს, ელ-კადრე-მელოს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, დანარჩენებს კი 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები