სარაკეტო იერიში ერაყის სკოლაზე – დაღუპულია 81 ადამიანი

ერაყის ქალაქ მოსულთან მდებარე სკოლაზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. დაიღუპა 81 ადამიანი, მათ შორის ნახევარზე მეტი ქალები და ბავშვები არიან. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
სკოლას დევნილები აფარებდნენ თავს, რომლებიც მოსულიდან ერაყის სამთავრობო ძალებსა და „ისლამურ სახელმწიფოს“ შორის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო გაიქცნენ.
ამჟამად სკოლის დაბომბვის ფაქტს საერთაშორისო კოალიციის სამხედროები ამოწმებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები