ნავთობის ფასი 47 დოლარამდე დაეცა

ერთი ბარელი ნავთობის ფასი 47 დოლარამდე დაეცა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. ICE-ის ბირჟის მონაცემებით,  Brent-ის ტიპის ნავთობის ივლისის ფიუჩერსი მნიშვნელოვნად გაიაფდა.
ბოლოს ნავთობის ასეთი ფასი გასული წლის ნოემბერში დაფიქსირდა. მანამდე კი, აგვისტოში, ნავთობი 45,9 დოლარი ღირდა.
ნავთობი აპრილის დასაწყისიდან იაფდება. 11 აპრილს ერთი ბარელი 56,6 დოლარი ღირდა. მას შემდეგ ნავთობი 17%-ით გაიაფდა.
აქამდე ნავთობის ფასს ნავთობის ექსპორტიორთა შეთანხმებები არეგულირებდა, რომლებიც ნავთობის მოპოვების რაოდენობის შემცირებაზე ან გაზრდაზე თანხმდებიან. თუმცა აშშ-ში ნავთობის მოპოვების გაზრდის შემდეგ ექსპორტიორი ქვეყნების მიერ ნავთობის შემცირება ფასს ვერ ზრდის, ხოლო ეს ქვეყნები შემოსავალს კარგავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები