ტრამპი მაისის ბოლოს საუდის არაბეთში ჩავა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირველი სამუშაო ვიზიტი საზღვარგარეთ საუდის არაბეთში შედგება. ვიზიტი მაისი ბოლოსთვისაა დაგეგმილი. ერ-რიადის შემდეგ, ტრამპი ისრაელში, შემდეგ კი ვატიკანში გაემგზავრება, სადაც რომის პაპს შეხვდება.
როგორც ტარმპმა განაცხადა, საუდის არაბეთში ის მთელი მუსლიმანური სამყაროს ლიდერებს შეხვდება.
„ჩვენ მუსლიმან მოკავშირეებთან ერთად ავაშენებთ ახალ საძირკველს ექსტრემიზმთან, ტერორიზმთან და ძალადობასთან ბრძოლის საკითხში, ასევე, საუბარი შეეხება ახალგაზრდა მუსლიმანებისთვის მათ სამშობლოში უფრო  სტაბილური და სამართლიანი ცხოვრების უზრუნველყოფას“, – განაცხადა ტრამპმა.
ვიზიტის დროს ტრამპი ირანის საკითხს შეეხება, რომელსაც აშშ ტერორიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებს, ასევე, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები