ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება. შეხვედრა დახურულ რეჟიმში საგარეო უწყებაში მიმდინარეობს. უცნობია განსახილველი საკითხები, თუმცა როგორც ჰანმა განაცხადა, საუბარი იქნება ახალ ინიციატივებზე.
იოჰანეს ჰანის განცხადებით, სამომავლო გეგმა, რა შეიძლება გააკეთოს ევროკავშირმა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, სწორედ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდება.
საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროკომისარ იოჰანეს ჰანს მთავრობის ადმინისტრაციაში ელოდებიან. შეხვედრა საქართველოს პრემიერმინისტრთან გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები