ტრამპი ეკლესიას პოლიტიკური აგიტაციის უფლებას აძლევს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც, ეკლესიას პოლიტიკური აგიტაციის უფლება მიეცა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. ბრძანებულების მიხედვით, რელიგიურ დაჯგუფებებს ეძლევათ უფლება, ამა თუ იმ კანდიდატს არჩევნებზე მხარი დაუჭირონ. მანამდე, ლინდონ ჯონსონის მიერ მოქმედი  აკრძალვა მოქმედებდა.
„ჩვენ აღარასოდეს არ დავუშვებთ, რომ მორწმუნეები ვინმემ დააშინოს ან მათ პირი ამოუკეროს“ – განაცხადა ტრამპმა.
ახლა, კანონის ამოქმედებისთვის, ის კონგრესმა უნდა დაამტკიცოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები