ლონდონის აეროპორტში ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონის აეროპორტში პოლიციამ ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირი დააკავა, ის ბრიტანეთში თურქეთიდან ჩაფრინდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
პოლიციის წარმომადგენელთა ინფორმაციით, მამაკაცი ტერორისტული აქტების მომზადებასა და ტერორისტული ქსელის შექმნაშია ეჭვმიტანილი.
ცნობისთვის, აპრილის ბოლოს, ლონდონში, კენტის საგრაფოში, ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა. დაკავების დროს ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ქალი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები