“მოსახლეობას საშუალება ექნება, განსხვავებული პოზიციები მოისმინოს და დასკვნები თავად გამოიტანოს”

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეხვედრის დროს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო სახალხო განხილვების საკითხზე შეთანხმება ყველა დეტალზე მოხდა, – ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„შეთანხმება ყველა ტექნიკურ დეტალზე მოხდა. როგორც შეხვედრიდან გაირკვა, დროის თვალსაზრისით, როცა პრეზიდენტს საშუალება ექნება, მონაწილეობას ყველა განხილვაში მიიღებს, რამდენიმე შეხვედრის გარდა, რომლის თაობაზეც დღესვე ვიცით, რომ მონაწილეობას ვერ მიიღებს და დაკავებულია. გარდა ამისა, იმ ფორმატზე შევთანხმდით, როცა პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებებზე ერთად ესაუბრებიან და საკუთარ აზრებს წარუდგენენ. მოსახლეობას საშუალება ექნება, განსხვავებული პოზიციები მოისმინოს და დასკვნები თავად გამოიტანოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები