გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვებში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვებში მონაწილეობას მიიღებს, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თუმცა, მისივე განმარტებით, ხვალ, გიორგი მარგველაშვილი საერთო სახალხო განხილვაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან ევროკომისარ იოჰანეს ჰანს უნდა შეხვდეს.

გიორგი აბაშიშვილი კონსტიტუციური ცვლილებების განხილვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით უმრავლესობის დეპუტატებს დღეს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები