სირიაში უსაფრთხოების ზონები შეიქმნება

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გამართულ მოლაპარაკებაზე ირანმა, თურქეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში უსაფრთხოების 4 ზონის შექმნის შესახებ. ამის თაობაზე „ბი ბი სი“ იუწყება.
მემორანდუმი ერთ თვეში უნდა შევიდეს. ძალაში.  დოკუმენტის მიხედვით, სირიაში უსაფრთხოების ზომები იდლიბის, ჰომსის დასვლეთ გუტას და დამასკოს მახლობლად შეიქმნება. ამ ადგილებში ნებისმიერი ტიპის იარაღის გამოყენება აიკრძალება, ხოლო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს მუშაობისთვის ყველა აუცილებელი პირობა ექნებათ. ასევე, უნდა მოხდეს ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა.
მემორანდუმს სირიის ოპოზიციის ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები