რუსმა მხატვარმა საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო

რუსმა მხატვარმა პიოტრ პავლენსკიმ, რომელიც ხშირად პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
როგორც პავლენსკის ადვოკატები იუწყებიან, თავშესაფარი მხატვრის მეუღლემაც მიიღო.
პავლენსკი და მისი მეუღლე რუსეთიდან მიმდინარე წლის იანვარში წავიდნენ. მას რუსეთში სექსუალური ხასიათის ზეწოლაში ადანაშაულებდნენ, თუმცა მხატვარი ამ ბრალდებებს “პოლიტიკურ დაკვეთას“ უწოდებდა.
პავლენსკი ცნობილია სკანდალური აქციებით, რომლთაც ის, ძირითადად, ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები