საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვებში პრეზიდენტის მონაწილეობის საკითხზე აბაშიშვილი უმრავლესობას შეხვდება

მიიღებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საყოველთაო განხილვებში მონაწილეობას, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.
შესაბამისი კომენტარი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა დღეს გააკეთა.
მისი თქმით, პრეზიდენტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საკონსტიტუციო ცვლილებების საზოგადოებასთან ერთად განხილვას.
„საკონსტიტუციო კომისიის წევრების მხრიდან მივიღეთ თანხმობა საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ შეთავაზებაზე, რომ პრეზიდენტი ჩართულიყო კონსტიტუციის საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესში. ჩვენ ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას საზოგადოებასთან ერთად. სწორედ ამიტომ მე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა დამავალა საკონსტიტუციო კომისიის საორგანიზაციო ჯგუფის გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან შეხვედრა, პრეზიდენტის ჩართულობის შინაარსობრივ, ტექნიკურ და საორგანიზაციო საკითხებზე სასაუბროდ“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვებში მონაწილეობას სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები