ყოფილი საველე მეთაური და ავღანეთის ისლამური პარტიის ლიდერი ჰექმათიარი ქაბულში დაბრუნდა

ყოფილი საველე მეთაური და ავღანეთის ისლამური პარტიის ლიდერი გულბედინ ჰექმათიარი ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დაბრუნდა. მან და ავღანეთის მთავრობამ 8 თვის წინ სამშვიდობო შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ქაბულში ის ჯალალაბადიდან გაძლიერებული დაცვის ქვეშ ჩავიდა. დღესვე, ის ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ განის შეხვდება.
ჰექმათიარი 1980–იან წლებში საბჭოთა ძალების წინააღმდეგ იბრძოდა. ავღანეთიდან  საბჭოთა ნაწილების გაყვანის შემდეგ, მან ქაბულზე კონტროლის დასამყარებლად სხვა დაჯგუფებებთან დაიწყო ბრძოლა. ამ დაპირისპირების შედეგად, ქაბულში მრავალი შენობა დაინგრა და ათასობით ადამიანი დაიღუპა.
1990–იან წლებში ჰექმათიარი თალიბების მთავრობაში ავღანეთის პრემიერ–მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2003 წელს ავღანეთში აშშ–ის ძალების შეყვანის შემდეგ, ის ტერორისტად გამოაცხადეს და ჰექმათიარი ავღანეთის დედაქალაქიდან გაიქცა.
ამჟამად ჰექმათიარი დაჯგუფებას – „ჰეზბ –ე–ისლამის“ ხელმძღვანელობს, რომელიც „თალიბანის“ შემდეგ ავღანეთში ყველაზე მრავალრიცხოვანი სამხედრო დაჯგუფებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები