„ვთავაზობთ პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ვიმსჯელოთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე“

ვთავაზობთ პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ვიმსჯელოთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
ჩუგოშვილის თქმით, კარგი იქნება, თუკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი მოსახლეობას ერთობლივად გაესაუბრებიან და ცვლილებებს გააცნობენ.
„საქართველოს პრეზიდენტთან წინადადება გვაქვს და გვინდა, რომ საერთო-სახალხო განხილვების პროცესში მოვიპატიჟოთ. კარგი იქნება, თუკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი მოსახლეობას ერთობლივად გაესაუბრებიან და ცვლილებებს გააცნობენ. მით უმეტეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პრეზიდენტს ეს პროცესი გარკვეული პერიოდია დაწყებული აქვთ. ჩვენი მიზანი არ არის, რომ ამ პროცესმა რაიმე კონფრონტაციული ხასიათი მიიღოს, პირიქით, ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მსჯელობა საგნობრივ დისკუსიაში გადავიდეს და მოსაზრებები ერთმანეთს მედიის მეშვეობით კი არ გავუზიაროთ, არამედ ასეთ შეხვედრებზე და საუბრების დროს. ახლა უფრო გაფანტულია პროცესი, როცა ორი პარალელური პროცესი მიმდინარეობს. ყველა ზრდასრული ადამიანები ვართ და იმის უნარი გვაქვს, რომ პროცესი კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართოს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები