„პრეზიდენტის მონაწილეობა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო სახალხო განხილვაში კარგი იქნება“

ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე , მამუკა მდინარაძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი შეთავაზებას დასთანხმდება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო სახალხო განხილვაში მონაწილეობას მიიღებს.
„შესაბამისი ლეგიტიმური კომისიის მიერ იქნა შეთავაზებული საქართველოს პრეზიდენტისათვის, რომ მან მიიღოს მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საყოველთაო-სახალხო განხილვაში და ესაუბროს ხალხს კონსტიტუციურ ცვლილებებზე. ეს არის კარგი შეთავაზება. ეს არის ერთადერთი ლეგიტიმური ადგილი, სადაც შეიძლება საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში ისაუბრონ ადამიანებმა კონსტიტუციურ ცვლილებებზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ამას დათანხმდება და პროცესი იქნება ძალიან საინტერესო და შედეგიანი“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მიიღებს თუ არა მონაწილეობას საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვებში საქართველოს პრეზიდენტი, ჯერ უცნობია.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს სტუდენტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მცირე კომენტარისას განუცხადა, საპარლამენტო უმრავლესობისგან შეთავაზებას მოისმენს და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები